Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  "ა"  და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017 წ.) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2025 წლის  24 ნოემბრის    N288/01-01 ბრძანებისა  და  თსუ-ის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის-არნოლდ   ჩიქობავას   სახელობის   ენათმეცნიერების   ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის  2025 წლის  29 დეკემბრის  N34502/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების    ინსტიტუტში    მეცნიერი    თანამშრომლების    სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2025 წლის 24 ნოემბრის  N288/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონკურსი   გამოცხადდეს     2025 წლის     24 ნოემბერს.   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2025 წლის  24 დეკემბრიდან  2025 წლის  25 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.“
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია